ქარელის გადასახვევთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ქარელის გადასახვევთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორი-ცხინვალი-გუფთა-ჯავა-როკის ს/გზის კმ4 - ვარიანი-საქაშეთი-ბრეთი-თბილისი-სენაკი-ლესელიძის ს/გზის კმ101 (ქარელის გადასახვევი) საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

























