ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორთა ნაწილი, 3 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციას „შინ ევროპისკენ” უერთდებიან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორთა ნაწილი, 3 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციას „შინ ევროპისკენ” უერთდებიან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორთა ნაწილი, 3 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციას "შინ ევროპისკენ” უერთდებიან. აღნიშნული განცხადება, სტუდენტებმა უნივერსიტეტის შენობასთან გააკეთეს.

როგორც შეკრებილებმა აღნიშნეს, ისინი საქართველოს მასშტაბით ყველა უმაღლესი სასწავლების სტუდენტებს მოუწოდებენ, რომ 3 ივლისს თბილისში დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ.

„ღიად ვაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას, "შინ ევროპისკენ" და ამ შანსს არ გავუშვებთ. ხელისუფლება ევროპულ ოჯახში დასაბრუნებლად ყველაფერს უნდა აკეთებდეს. თბილისში 3 ივლისს ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება, შემოგვიერთდით”,-განაცხადეს შეკრებილებმა.