CNN - ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოვა

CNN - ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე სიტყვით გამოვა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, სავარაუდოდ, სიტყვით გამოვა.

CNN-ი საკუთარ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საგანგებო სხდომა თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

დიპლომატების განცხადებით, ოფიციალური კიევი შეხვედრის გამართვის მოწოდებით ქალაქ კრემენჩუკში მშვიდობიანი მოქალაქეებით სავსე სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმისა და ოკუპანტების მიერ ბოლოდროინდელი საჰაერო იერიშების საპასუხოდ გამოვიდა.