ჯო ბაიდენმა პუტინის ომს „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელისუფლების ბოროტად გამოყენება“ უწოდა

ჯო ბაიდენმა პუტინის ომს „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელისუფლების ბოროტად გამოყენება“ უწოდა

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა იცოდნენ იმ ფასის შესახებ, რომლის გადახდაც მათ მოუწევთ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, მაგრამ მაინც ერთიანები დარჩნენ.

ამის შესახებ ბაიდენმა ესპანეთში ნატოს სამიტში ფარგლებში განაცხადა.

„როდესაც ჩვენ დავთანხმდით, რომ ვუპასუხებდით, ვაღიარეთ, რომ ამისთვის იქნებოდა შესაბამისი ფასი ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ანტირუსული სანქციების კონტექსტში, მაგრამ ხალხი გაერთიანდა“, - განაცხადა ბაიდენმა.

მისი თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომიდან ოთხი თვის შემდეგ, ნატო იმაზე მეტად არის გაერთიანებული, ვიდრე ოდესმე ყოფილა და ალიანსი მზად არის მიიღოს რუსული აგრესიის საფრთხეები.

ბაიდენმა პუტინის ომს „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ხელისუფლების ბოროტად გამოყენება“ უწოდა.