უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს მადრიდის სამიტიდან უკრაინასთან დაკავშირებით „რევოლუციურ ცვლილებებს“ არ ელოდება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მადრიდში მიმდინარე ნატოს სამიტიდან რევოლუციურ ცვლილებებს უკრაინის ომთან დაკავშირებით არ ელოდება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„სამიტი, თავისთავად, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც მოვლენა, მაგრამ არ ველი, რომ მას რაიმე რევოლუციური ცვლილებები მოჰყვება დღევანდელ ვითარებაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით უკრაინაში“, - განაცხადა კულებამ.
მანვე დასძინა, რომ არ ელის სამიტიდან გადაწყვეტილებას ნატოს მიერ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მიწოდების შესახებ.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართავს თითოეულ სახელმწიფოს ასეთ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

























