ვოლოდიმირ ზელენსკი - იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გავუსვი უკრაინისთვის მძლავრი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მნიშვნელობას

ვოლოდიმირ ზელენსკი - იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრის დროს ხაზი გავუსვი უკრაინისთვის მძლავრი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მნიშვნელობას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას მადრიდის სამიტის წინ პოზიციების კოორდინაცია მოახდინეს.

„ტელეფონით ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. მადრიდის სამიტამდე მოვახდინეთ პოზიციების კოორდინაცია. ხაზი გავუსვი უკრაინისთვის მძლავრი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მნიშვნელობას, რუსეთის მხრიდან ტერორისტული აქტების პრევენციისთვის,“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი მადრიდში დღეს იწყება.