საფრანგეთი უკრაინას „მნიშვნელოვანი რაოდენობის" ჯავშანტრანსპორტიორებს გაუგზავნის

საფრანგეთი უკრაინას „მნიშვნელოვანი რაოდენობის" ჯავშანტრანსპორტიორებს გაუგზავნის

საფრანგეთი უკრაინას ფრანგული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორებს გაუგზავნის, - ამის შესახებ საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა, სებასტიენ ლეკორნუმ განაცხადა.

„მტრის ცეცხლის ქვეშ მყოფ ადგილებში სწრაფად გადაადგილებისთვის, ჯარებს სჭირდებათ ჯავშანტექნიკა, საფრანგეთი ამ ტიპის მანქანების, VAB-ის მნიშვნელოვან რაოდენობას გადასცემს,“- აღნიშნა ლეკორნუმ.

მინისტრს არ დაუკონკრეტებია, როდის მიაწვდიან უკრაინას აღნიშნულ ჯავშანტრანსპორტიორებს.

მისი თქმით, საფრანგეთი ასევე განიხილავს უკრაინისთვის ფრანგული წარმოების ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების Exocet-ის მიწოდების შესაძლებლობას.