მაია სანდუ კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

მაია სანდუ კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ დღეს სამუშაო ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია მოლდოვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი მაია სანდუ დღეს, 27 ივნისს, სამუშაო ვიზიტით კიევში იმყოფება. დღის განმავლობაში სახელმწიფოს მეთაური ეწვევა ბოროდიანკას, ბუჩას და ირპინს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში მაია სანდუ უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკისაც შეხვდება.