Reuters – ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების თხოვნით მიმართა

Reuters – ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების თხოვნით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს ვიდეოხიდის საშუალებით მიმართა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდება ითხოვა, - ინფორმაციას Reuters-ი სანდრო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბავარიის ალპებში შეკრებილ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ლიდერებს რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება და უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები სთხოვა.

ზელენსკიმ ასევე ითხოვა დახმარება უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტსა და ქვეყნის აღდგენაში მხარდაჭერის აღმოჩენა.