ნატო-ს გენმდივნის მოადგილის განცხადებით, არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ალიანსი არასაკმარისად ეხმარება უკრაინას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში

ნატო-ს გენმდივნის მოადგილის განცხადებით, არ ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ალიანსი არასაკმარისად ეხმარება უკრაინას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში

ნატო-ში არ ეთანხმებიან მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ალიანსი არასაკმარისად ეხმარება უკრაინას რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში. ალიანსში აღნიშნავენ, რომ ორგანიზაციის როლი უნდა განიხილებოდეს ერთიანობაში ყველაფერთან ერთად, რასაც პარტნიორები უკრაინისთვის აკეთებენ. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ მირჩა ჯოანემ Европейская правда-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა.

„ნატო-ში გვაქვს როლების განაწილების შეთანხმება. ალიანსი უკრაინას უწევს არალეტალურ დახმარებას, წევრი სახელმწიფოები კი მას ლეტალურ იარაღს აწვდიან. ბოლოს და ბოლოს თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, როლების განაწილება თუ საბოლოო შედეგი, ანუ უკრაინისთვის დახმარების გაწევა ? ამიტომ ვურჩევ ჩვენს მეგობრებს კიევში, ჩვენი დახმარება მთლიანობაში აღიქვან“,- განაცხადა ჯოანემ.

ნატო-ს გენმდივნის მოადგილის თქმით, რა თქმა უნდა, ყველა ტაშს უკრავს და აღფრთოვანებულია უკრაინელი ჯარისკაცების სიმამაცით, თუმცა მათი წარმატების ერთ-ერთი კომპონენტი ის არის, რომ მათ ბრძოლის წარმოება ნატოს სტანდარტების მიხედვით ასწავლეს.

„ამას აკეთებდა ალიანსი, როგორც ორგანიზაცია და აკეთებდნენ ცალკეული მოკავშირეებიც - კანადელები, ბრიტანელები, ამერიკელები, პოლონელები, რუმინელები და სხვა. უკრაინის შეიარაღებული ძალების ახლანდელი, ამდენად წარმატებული მოქმედება - გმირობისა და გამომგონებლობის კომბინაციაა- ჩვენ ნამდვილად ვხედავთ მათი მხრიდან ბევრ ძალიან მაგარ სამხედრო გადაწყვეტას, მაგრამ ეს სწორედ ის გადაწყვეტებია, რომლებიც შეესაბამება ნატოს სტილს, რომელიც შესაძლებელი გახდა მართვის იმ მიდგომებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენ გასწავლეთ და ეს ეხმარება უკრაინას.

როდესაც ამოცანების მსგავსი განაწილება შევათანხმეთ, რომ ალიანსს ემუშავა არალეტალურ საშუალებებზე და მოკავშირეებს გაეწიათ უკრაინისთვის სამხედრო დახმარება, ეს წინასწარგანზრახული გადაწყვეტილება იყო. ნატო ორგანიზაციაა, რომელსაც აქვს თავისი რისკები და ჩვენ გულდასმით უნდა მოვერიდოთ ესკალაციას და ომის შესაძლებლობას რუსეთსა და ნატოს შორის, რომელიც არავის სასიკეთოდ არ იქნება. მთელი პატივისცემის მიუხედავად უკრაინისადმი, ჩვენი ნომერ პირველი ამოცანა მილიარდობით ადამიანის დაცვაა, რომლებიც ნატოს სივრცეში ცხოვრობენ“,- განაცხადა გენმდივნის მოადგილემ ინტერვიუში.

ცნობისთვის, უკრაინ ის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის იგორ ჟოვკვას განცხადებით, ჯერჯერობით უკრაინა აღარ გადადგამს ნაბიჯებს ნატოში წევრობისთვის.