იაპონია რუსეთს დამატებით სანქციებს უწესებს

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები გამოაცხადა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ფუმიო კიშიდამ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე განმარტა, რომ იაპონია რუსეთის კიდევ 70 მოქალაქისა და ორგანიზაციის აქტივებს გაყინავს და თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულ 90 ორგანიზაციაში ექსპორტს აკრძალავს.
ამასთან, დამატებითი სანქციები მოიცავს რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვას და რუსეთისთვის აუდიტორული მომსახურების მიწოდების შეზღუდვას.
ფუმიო კიშიდამ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ისტორიის გზაჯვარედინზეა.
„ჩვენ ვიმყოფებით ისტორიულ გზაჯვარედინზე. საკითხავია, შეგვიძლია თუ არა შევინარჩუნოთ წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი,“ - აღნიშნა იაპონიის პრემიერმა.

























