ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, დაშავებულია 6 ადამიანი

ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, დაშავებულია 6 ადამიანი

27 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სარაკეტო შეტევა სტრატეგიული თვითმფრინავის, Tu-22M-ის გამოყენებით განხორციელდა.

თავდასხმის შედეგად ოლქის ერთ-ერთ დასახლებაში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი განადგურდა. შემთხვევის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი.