დონეცკში დაბომბვის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რვა - დაშავდა

დონეცკში დაბომბვის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რვა  - დაშავდა

დონეცკის ოლქში რუსული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, რვა კი - დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, პავლო კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

"26 ივნისს რუსებმა მოკლეს კიდევ ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დონბასში - ნოვოლუგანსკში. დღეს კიდევ რვა ადამიანი დაშავდა", - განაცხადა კირილენკომ.

მისივე თქმით, დღეისთვის მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია.