უკრაინაში რეგიონების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები არსებული ვითარების შესახებ ბოლო  მონაცემებს ავრცელებენ

უკრაინაში რეგიონების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები არსებული ვითარების შესახებ ბოლო  მონაცემებს ავრცელებენ

უკრაინაში რეგიონების სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები უკრაინის რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ბოლო მონაცემებს ავრცელებენ.

კიევის რეგიონში ღამემ მშვიდად ჩაიარა, დილით კი ერთი რაკეტა ჩამოაგდეს. რაკეტის ნაწილები ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ ჩამოვარდა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

რაც შეეხება დედაქალაქში მომხდარ აფეთქებებს, რაკეტა 9 - სართულიან შენობას მოხვდა, ზედა სართულები დაინგრა, სულ მცირე ორი ადამიანი დაშავდა. გარდაიცვალა მამაკაცი.

სუმის რეგიონში გასულმა ღამემ მშვიდად ჩაიარა. რივნის რეგიონში კი საღამოს განხორციელდა ორი სარაკეტო იერიში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დანგრეული ავტოგასამართი სადგურები. დაიღუპა სამი ადამიანი. ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. ოთხს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. მაშველები აგრძელებენ სარაკეტო თავდასხმის ადგილას მუშაობას.

25 ივნისს, საღამოს, ოკუპანტები თავს დაესხნენ ხარკოვის ჩრდილოეთ უბნებს. ერთ-ერთი ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, გავრცელებული ცნობებით, არის ორი დაჭრილი. ხანძარი გაუჩნდა მანქანებსა და სასაწყობო შენობებს.

ლუგანსკის რეგიონში საჰაერო დარტყმები განხორციელდა ლისიჩანსკში, ასევე ბელაია გორას მიდამოებში. დაინგრა სატელევიზიო ანძა, სერიოზულად დაზიანდა საგზაო ხიდი, ჭურვები მოხვდა საცხოვრებელ და ადმინისტრაციულ შენობებს. დღის განმავლობაში ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი დაშავდა.

მიკოლაევის რაიონში დილით აფეთქებების ხმა ისმოდა. ინფორმაცია ზუსტდება.

რაც შეეხება ხერსონს, სროლებისა და აფეთქებების ხმა ისმოდა ამ რეგიონშიც.