დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებს უკრაინული მხარე ქვეყანაში დოკუმენტების გარეშე დააბრუნებს

დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებს უკრაინული მხარე ქვეყანაში დოკუმენტების გარეშე დააბრუნებს

რუსეთის ფედერაციის მიერ იძულებით დეპორტირებულ უკრაინის მოქალაქეებს უკრაინული მხარე ქვეყანაში დოკუმენტების გარეშე დააბრუნებს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერესჩუკმა საინფორმაციო ტელემარათონის მსვლელობისას განაცხადა.

უკრაინას სურს შექმნას მარშრუტები, რომლითაც უკრაინელები შეძლებენ უკან დაბრუნებას ესტონეთიდან და ლატვიიდან. სწორედ ამ ქვეყნებში შეძლო გასვლა რუსეთის ფედერაციაში დეპორტირებულმა უკრაინის მოქალაქეების ნაწილმა.

„ჩვენ ახლა შევიმუშავებთ მარშრუტებს, რომელზეც იმოძრავებენ უფასო სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც დაეხმარება უკრაინელებს ფულისა და პასპორტის გარეშე. მათ პასპორტები უბრალოდ არ აქვთ, რადგან მათ ართმევენ საფილტრაციო ბანაკებში. მათ დავეხმარებით უკრაინაში ჩამოსაღწევად“,- განაცხადა ვერესჩუკმა.