აჭარის მთავრობის ხელშეწყობით საზღვაო აკადემიის 10 სტუდენტი ფლენსბურგის უნივერსიტეტში სწავლას გააგრძელებს

ბათუმის საზღვაო აკადემიის ნავიგაციის ინგლისურენოვანი პროგრამის სტუდენტები ერთი სემესტრის განმავლობაში გერმანიაში, ფლენსბურგის უნივერსიტეტში ისწავლიან. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, აჭარის მთავრობა, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრულად დააფინანსებს სტუდენტების სწავლებას გერმანიის უნივერსიტეტში. პროგრამა ხორციელდება ფლენსბურგის უნივერსიტეტის ნავიგაციის ფაკულტეტზე უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში.
სტუდენტების ევროპული განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით აჭარაში მოქმედ ყველა უნივერსიტეტში მოქმედებს პროგრამა, რაც სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებას უზრუნველყოფს.

























