მედია - ოკუპანტებმა ჰირსკეს რაიონი აიღეს

მედია - ოკუპანტებმა ჰირსკეს რაიონი აიღეს

ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკის სამხრეთით მდებარე ჰირსკეს რაიონი სრულად ოკუპირებულია რუსული ძალების მიერ, - ამის შესახებ ჰირსკეს მუნიციპალურმა ხელმძღვანელმა ოლექსი ბაბჩენკომ განაცხადა.

„სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით. მთელი ჰირსკის რაიონი ოკუპირებულია. გარეუბანში მიმდინარეობს უმნიშვნელო, ადგილობრივი ბრძოლები, მაგრამ მტერი შემოვიდა,“ - აღნიშნა ბაბჩენკომ.

შეგახსენებთ, ლისიჩანკსს ჯერჯერობით უკრაინა აკონტროლებს. ჰირსკესა და მის ირგვლივ რამდენიმე სხვა დასახლების დაკარგვა ლისიჩანსკს რუსული ძალების წინსვლის შედეგად სამი მხრიდან ალყაში მოქცევის საფრთხის წინაშე აყენებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ მათ ჰირსკეში 2 000-მდე უკრაინელი ჯარისკაცი, მათ შორის 80 უცხოელი მებრძოლი ალყაში მოაქციეს.