ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ "წარმოუდგენელია უახლოეს მომავალში პუტინის აგრესიულ, იმპერიალისტურ რუსეთთან" პარტნიორობა

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ "წარმოუდგენელია უახლოეს მომავალში პუტინის აგრესიულ, იმპერიალისტურ რუსეთთან" პარტნიორობა

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგისთვის მიმართვისას განაცხადა, რომ გერმანიამ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ მოკავშირეების უსაფრთხოებაზეც აიღო პასუხისმგებლობა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Deutsche welle ავრცელებს.

"უსაფრთხოება არის ყველაზე ფუნდამენტური დაპირება, რომელიც სახელმწიფოს თავისი მოქალაქეებისთვის მართებს. გერმანიის შეიარაღებული ძალები ისე იქნება აღჭურვილი, რომ მას შეეძლება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოკავშირეების ნებისმიერი თავდასხმისგან დაცვა", - განაცხადა შოლცმა.

ამასთან, შოლცმა აღნიშნა, რომ უკრაინა იღებს ისეთ იარაღს, რომელიც მათ ომის ამჟამინდელ ეტაპზე დაუყოვნებლივ სჭირდებათ.

შოლცმა დასძინა, რომ "წარმოუდგენელია უახლოეს მომავალში პუტინის აგრესიულ, იმპერიალისტურ რუსეთთან" პარტნიორობა.