აჭარის უმაღლესი საბჭოში 2022 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცედურები იწყება

უმაღლესი საბჭოში ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის პროცედურები იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
საბიუჯეტო ცვილილებებს საკომიტეტო განხილვებზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე წარადგენს.
„გადაწყვეტილება კანონმდებლებმა ბიუროს რიგით მე-11 სხდომაზე მიიღეს. კანონის პროექტი ბიუროს წევრებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძემ წარმოადგინა. განისაზღვრა წამყვანი კომიტეტი და განხილვის ვადები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

























