უკრაინის სასამართლომ პრო-რუსული პოლიტიკური პარტია „ოპოზიციური პლატფორმა- სიცოცხლისთვის“ აკრძალა

უკრაინის სასამართლომ პრო-რუსული პოლიტიკური პარტია „ოპოზიციური პლატფორმა- სიცოცხლისთვის“ აკრძალა

უკრაინაში ქალაქ ლვოვის სასამართლომ პრო-რუსული პოლიტიკური პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ აკრძალა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიტიკური პარტია და მისი ხელმძღვანელები რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან არიან დაკავშირებულები.

ლვოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, პარტიის, „ოპოზიციური პლატფორმა- სიცოცხლისთვის“ მთელი ქონება და აქტივები სახელმწიფოს გადაეცემა.

ცნობისთვის, პარტიის ლიდერი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც პუტინთან დაახლოებული უკრაინელი ოლიგარქია მიმდინარე წლის აპრილში დააკავეს.