გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის დუმის სანქცირებულ წევრსა და მის მეუღლეს მიუნხენში მდებარე სამი ბინა ჩამოართვა

გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის დუმის სანქცირებულ წევრსა და მის მეუღლეს მიუნხენში მდებარე სამი ბინა ჩამოართვა

გერმანიის ხელისუფლებამ რუსეთის დუმის სანქცირებულ წევრსა და მის მეუღლეს მიუნხენში მდებარე სამი ბინა ჩამოართვა. ინფორმაციას მიუნხენის პროკურატურაზე დაყრდნობით დასავლური მედია ავრცელებს.

როგორც CNN-ი წერს, ეს პირველი შემთხვევაა გერმანიაში, როდესაც სანქცირებული პირის კუთვნილი აქტივები დააყადაღეს და არ გაყინეს.

არ სახელდება ბინის მესაკუთრის სახელი. გერმანული მხარე მხოლოდ მის „ლ“ ინიციალს აქვეყნებს.

მიუნხენის პროკურორის ცნობით, დუმის წევრს ევროკავშირმა სანქციები რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე ერთი დღით ადრე, 2022 წლის 23 თებერვალს დაუწესა, რადგან მან მხარი დაუჭირა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას.

გარდა ამისა, რამდენიმე საქმეში სანქციების დარღვევის გამო, რუსი კანონმდებლისა და მის მეუღლის წინააღმდეგ გერმანიის ხელისუფლება დამატებით გამოძიებას აწარმოებს.