„აზოვის“ ბატალიონის რამდენიმე მეთაური მოსკოვში, წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს

„აზოვის“ ბატალიონის რამდენიმე მეთაური მოსკოვში, წინასწარი დაკავების ცენტრში გადაიყვანეს

უკრაინის „აზოვის“ ბატალიონის რამდენიმე მეთაური, რომელიც მარიუპოლში ჩაბარდა, მოსკოვის ლეფორტოვოს დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, - ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, „აზოვის“ ბატალიონის მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი და უკრაინის შეიარაღებული ძალების 36-ე საზღვაო ბრიგადის მეთაური, სერგეი ვოლინსკი, რომლებიც მარიუპოლში ჩაბარდნენ, რუსეთში „გამოძიების მიზნით“ გადაიყვანეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსებს „აზოვსტალში“ მებრძოლი 2 439-მდე უკრაინელი სამხედრო ჩაბარდა.