ქუთაისში როკ-ფესტივალი გაიმართა

ქუთაისში როკ-ფესტივალი გაიმართა

ქუთაისი როკ-ფესტივალს მასპინძლობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ფესტივალი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

ორი დღის მანძილზე როკის მოყვარულებს საშუალება ჰქონდათ მოესმინათ საყვარელი როკ-ანსამბლებისა და შემსრულებლებისთვის: Bedford Falls, SILENCE, CYCLE ERROR, VODKA VTRAIOM, დაგდაგანი, ნუ მიეყრდნობი, 4 D Monster Lobsters, LOUDspeakers.

ფესტივალის ორგანიზატორი იყო "Rockაია".

"ქუთაისი ორი დღის მანძილზე როკ- მუსიკის ქალაქად იქცა. როკ-ფესტივალი, რომელიც საორგანიზაციო ჯგუფ " Rockაია"-სთან ერთად ჩავატარეთ, მართლაც კარგი საჩუქარი აღმოჩნდა როკის მოყვარულთათვის. პოპულარული როკ-შემსრულებლები გვყავდა მოწვეული და კონცერტებზეც შესაბამისად ხალხმრავლობა იყო.

გვინდა, ტრადიციად ვაქციოთ ასეთი როკ-ფესტივალი და კიდევ უფრო მასშტაბური მუსიკალური დღესასწაულები ვაჩუქოთ ქუთაისელებს",- განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.

როკ-ფესტივალზე დასწრება თავისუფალი იყო.