ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაევის შემდეგ, ოდესას ეწვია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მედიაში, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ვრცელდება.

მედიის ცნობით, ზელენსკიმ საავადმყოფოში, ომში დაჭრილი ჯარისკაცები მოინახულა, რომლებიც ოდესის სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ.