რუმინეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

რუმინეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კიევში ჩავიდა. ამის შესახებ პრეზიდენტი „ტვიტერზე“ წერს.

„ჩემს ევროპელ კოლეგებთან, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და იტალიის პრემიერ-მინისტრს მარიო დრაგისთან ერთად კიევში ვარ იმისთვის, რომ გამოვხატოთ ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა და სრული სოლიდარობა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ეს უკანონო რუსული აგრესია უნდა შეჩერდეს!“- წერს კლაუს იოჰანისი.