ხობის მერია - ხობში წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სამსახურები დილიდან მუშაობენ

ხობის მერია - ხობში წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით სამსახურები დილიდან მუშაობენ

ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად ეზოები, სავარგულები, სასოფლო გზების ნაწილი დაიტბორა, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ამის შესახებ ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და მერიის წარმომადგენლები და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან იწმინდება გზები და არხები.

ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია გაეცნენ. მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან მდგომარეობას და ზარალს დაითვლიან.