ლენტეხის მერია - ლაშხეთის, ჩოლურისა და ცანა-ზესხოს თემს სრულად აღჭურვილი სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფი მოემსახურება

ლენტეხის მერია - ლაშხეთის, ჩოლურისა და ცანა-ზესხოს თემს სრულად აღჭურვილი სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფი მოემსახურება

სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველეზე, მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროებებიდან გამომდინარე, ლაშხეთის, ჩოლურისა და ცანა-ზესხოს თემს სრულყოფილად აღჭურვილი სასწრაფოს ჯგუფი მოემსახურება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ლენტეხის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სასწრაფო ჯგუფი სოფელ ჟახუნდერში იმორიგევებს და მოსახლეობისათვის მისამართზე უმოკლეს ვადაში მისვლას უზრუნველყოფს.

სასწრაფოს მორიგე ჯგუფი სოფელ ჟახუნდრის ამბულატორიის შენობაში განთავსდა.

ვითარებას ადგილზე გაეცნო ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მარადი ლიპარტელიანი და სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ლენტეხის ფილიალის მენეჯერი ანა ლიპარტელიანი.

,,ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, ლენტეხის მერიის ინიციატივით და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანადგომით გადაწყდა, რომ სოფლის მოსახლეობას სრულად აღჭურვილი სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფი მოემსახურება და ამასთანავე, ოჯახის ექიმები მოქალაქეებს ადგილზე გაუწევენ ამბულატორიულ დახმარებას“,-განაცხადა მერის პირველმა მოადგილე მარადი ლიპარტელიანმა.