მიხაილო პოდოლიაკი - ბრიუსელო, ველოდებით იარაღთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას

მიხაილო პოდოლიაკი - ბრიუსელო, ველოდებით იარაღთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ უკრაინა ბრიუსელისგან იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ელოდება.

მისი თქმით, რუსეთის და უკრაინის არტილერიის თანაფარდობა ზოგიერთ რაიონში: 10/1-ზეა.

„ფრონტის ხაზი - 1000 კმ-ზე მეტია. ყოველდღიურად ვიღებ შეტყობინებას დამცველებისგან: „ჩვენ ვდგავართ, უბრალოდ თქვით: როდის უნდა ველოდოთ იარაღს?“ ამ კითხვით მივმართავ რამშტეინის მონაწილეებს. ბრიუსელო, ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას“, - წერს პოდოლიაკი „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, ბრიუსელში დღეს უკრაინის დახმარების საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 50-მდე ქვეყნის თავდაცვის უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ.