რუსული მხარის ინფორმაციით, სევეროდონეცკში, აზოტის ქარხანაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარულ კორიდორს მოაწყობენ

რუსული მხარის ინფორმაციით, 15 ივნისს, სევეროდონეცკში, აზოტის ქარხანაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარულ კორიდორს მოაწყობენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
„ჰუმანურობის პრინციპების დაცვით, რუსული შეიარაღებული ძალები და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკის“ ფორმირებები მზად არიან, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით, ჰუმანიტარული ოპერაცია მოაწყონ“, - განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
უწყება დასძენს, რომ მშვიდობიან მოსახლეობას ლუგანსკის სეპარატისტულ რეგიონში გადაიყვანენ.
ამასთან, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ უკრაინელ მებრძოლებს, რომლებიც აზოტის ქარხანაში არიან, დანებება შესთავაზეს.

























