რუსებმა უკრაინულ მხარეს „აზოვსტალის“ 64 დამცველის ცხედარი გადასცეს

რუსებმა უკრაინულ მხარეს „აზოვსტალის“ 64 დამცველის ცხედარი გადასცეს

დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გაცვლის ოპერაციის ფარგლებში ოკუპანტებმა უკრაინელებს „აზოვსტალის“ კიდევ 64 დამცველის ცხედარი გადასცეს, - ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტროში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპული სამხედროების ცხედრების გაცვლის მორიგი ოპერაცია ზაპოროჟიეს ოლქში გაიმართა.

„უკრაინამ აზოვსტალის 64 გმირი დამცველის ცხედარი ღირსეულად დაკრძალვისთვის დააბრუნა“, - აცხადებენ უწყებაში.

აზოვის პოლკის ყოფილმა მეთაურმა მაქსიმ ჟორინმა 12 ივნისს განაცხადა, რომ გაცვლის რამდენიმე ოპერაციის შედეგად, კიევში „აზოვსტალში“ დაღუპული 220 გმირის ცხედარი იყო გადასვენებული.