რუსულმა ძალებმა სუმის რეგიონის სასაზღვრო ტერიტორია რუსეთის ტერიტორიიდან კიდევ ერთხელ დაბომბეს

უკრაინის სასაზღვრო დაცვის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა სუმის რეგიონის სასაზღვრო ტერიტორია რუსეთის ტერიტორიიდან კიდევ ერთხელ დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„შუაღამით, მტერმა შოსტკას რეგიონში სასაზღვრო ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნეს. მესაზღვრეებმა 10-ზე მეტი აფეთქება და საარტილერიო ბომბი დათვალეს“, - ნათქვამია განცხადებაში.
უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ჯარებმა იგივე ტერიტორია 13 ივნისს 4-ჯერ დაბომბეს.

























