მამუკა მამულაშვილი - ამჟამად, დაახლოებით 3000 ბრიტანელი მოხალისე იბრძვის უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ ომში

მამუკა მამულაშვილი - ამჟამად, დაახლოებით 3000 ბრიტანელი მოხალისე იბრძვის უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ ომში

ამჟამად, დაახლოებით 3000 ბრიტანელი მოხალისე იბრძვის უკრაინის მხარეს რუსეთის წინააღმდეგ ომში - ამის შესახებ "ქართული ლეგიონის" მეთაურმა მამუკა მამულაშვილმა Sky News-ს განუცხადა.

ბრიტანული მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ "ქართული ლეგიონი" მამულაშვილმა 2014 წელს დააარსა, როდესაც აღმოსავლეთ უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო.

როგორც Sky News-ი წერს, ქართველები უკრაინაში უცხოელ მებრძოლთა უდიდეს ნაწილს შეადგენენ, ბრიტანელები კი სიდიდით მეორე კონტიგენტს წარმოადგენენ.­

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის მთავრობა არ ფლობს უკრაინაში მებრძოლი ბრიტანელების რაოდენობაზე ოფიციალურ ინფორმაციას.

Sky News-ის კორესპონდენტის ცნობით, ამჟამად უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ, სავარაუდოდ, 20 000 უცხოელი ჯარისკაცი იბრძვის.