საგურამოში უხვმა ნალექმა კვლავ პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა საგურამოში კვლავ პრობლემები შექმნა. არსებული ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო, მდინარე ადიდდა, რის შედეგადაც, დაიტბორა სახლების ეზოები.
ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
არსებულ მდგომარეობას გაეცნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის გამო საგურამოში ერთი კვირის წინ სახლები, ავტომობილები და გზები დაიტბორა. უამინდობამ მაშინ პრობლემები შექმნა მიმდებარე სოფლებშიც.

























