ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი სამხედრო ეკონომიკის პერიოდში შედის და შეიარაღებას გაზრდის

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი სამხედრო ეკონომიკის პერიოდში შედის და შეიარაღებას გაზრდის. ამის შესახებ ფრანგული მედია იუწყება.
პრეზიდენტი აპირებს გადახედოს კანონს 2019-2025 წლების სამხედრო ხარჯების შესახებ, რათა ის საფრთხეების შესაბამისი გახადოს.
„მე ვთხოვე თავდაცვის მინისტრსა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, რათა მათ შესაძლებლობა ჰქონდეთ, უახლოეს კვირებში განახორციელონ ამ კანონის გადაფასება გეოპოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე. საფრანგეთი შევიდა სამხედრო ეკონომიკაში, რომელშიც, მჯერა, რომ საკუთარი თავის ორგანიზებას შევძლებთ ხანგრძლივ პერსპექტივაში“, - განაცხადა მაკრონმა.
მან ევროკავშირს მოუწოდა, შეიმუშავოს თავდაცვითი მრეწველობის გაძლიერების სტრატეგია.
მედიის ინფორმაციით, 2022 წლის საფრანგეთის სამხედრო ბიუჯეტი 40,9 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, 2025 წელს იგეგმება, რომ 50 მილიარდ ევროს მიაღწიოს.

























