უკრაინის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ 1200-მდე პირის ცხედარი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის

უკრაინის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ 1200-მდე პირის ცხედარი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის

უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით, 1 200-მდე ცხედარი, მათ შორის მასობრივ საფლავებში აღმოჩენილი, ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

ამასთან, იგორ კლიმენკომ „ინტერფაქსს“ განუცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 12 000 ადამიანის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელთა უმეტესობაც მასობრივ საფლავებში აღმოაჩინეს.

მისივე თქმით, დაღუპულთა დაახლოებით 75% მამაკაცია, დაახლოებით 2% - ბავშვები, ხოლო დანარჩენი - ქალები. მხოლოდ კიევში კი - 1 500 მშვიდობიანი მოსახლეობა გარდაიცვალა, ბუჩაში კი მხოლოდ ერთ საფლავში 116 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.