უკრაინის პროკურატურა - უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 287 ბავშვი დაიღუპა, 492 - დაშავდა

უკრაინის პროკურატურა - უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ 287 ბავშვი დაიღუპა, 492 - დაშავდა

უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, მათ მარიუპოლში კიდევ 24 ბავშვის დაღუპვის შესახებ მოიპოვეს ინფორმაცია. ამასთან, გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად 287 ბავშვი დაიღუპა, 492 კი - დაშავდა.

პროკურატურაში განმარტავენ, რომ მაჩვენებლები საბოლოო არაა, რადგან მიმდინარეობს მუშაობა აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე, დროებით ოკუპირებულ და განთავისუფლებულ ტერიტორიებზე.