გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები ავიაციასა და არტილერიას ოთხი მიმართულებით იყენებენ, სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება

გენშტაბის ინფორმაციით, რუსული ძალები ავიაციასა და არტილერიას ოთხი მიმართულებით იყენებენ, სევეროდონეცკისთვის ბრძოლა გრძელდება

რუსული ძალები უკრაინელი სამხედროების შესაკავებლად ავიაციასა და არტილერიას ოთხი მიმართულებით იყენებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ გავრცელებულ ანგარიშშია აღნიშნული.

„სევეროდონეცკის მიმართულებით, მტერი ახორციელებს შეტევას ნოვოტოშკოვსკოე - ორეხოვოს მიმართულებით და ნაწილობრივი წარმატება აქვს. მტერი აგრძელებს შტურმს ქალაქ სევეროდონეცკზე”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტები ახორციელებენ გადაჯგუფებას ნიკოლაევკისა და კამიშევახას წინააღმდეგ შეტევის განხორციელების მიზნით.

„ავდიივკას, კურახოვოს, ნოვოპავლოვსკის და ზაპორიჟიეს მიმართულებებით მტერი აქტიურად იყენებს ავიაციას და არტილერიას ჯარების დასამაგრებლად და სხვა მიმართულებებით რეზერვების გადაყვანის თავიდან ასაცილებლად,“- აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკსა და ლუგანსკში მტრის 14 შეტევა მოიგერიეს. გაანადგურეს რუსების 4 ტანკი, 2 საარტილერიო სისტემა, 11 ჯავშანმანქანა, 3 საავტომობილო ტექნიკა და საბრძოლო მასალის საწყობი. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10“ ჩამოაგდეს.