მედია - ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავიამგზავრებისთვის კოვიდტესტირების ვალდებულების მოხსნას აპირებს

მედია - ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავიამგზავრებისთვის კოვიდტესტირების ვალდებულების მოხსნას აპირებს

ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, მოხსნას მოთხოვნები ყველა ავიამგზავრის სავალდებულო ტესტირების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან მიფრინავენ შეერთებულ შტატებში. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

ამერიკის ადმინისტრაციაში წყაროზე დაყრდნობით, მედია იუწყება, რომ აღნიშნული მოთხოვნა მოქმედებას შეწყვეტს კვირას.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრი აღნიშნულ გადაწყვეტილებას 90 დღის შემდეგ გადახედავს და არ არის გამორიცხული, ტესტირების მოთხოვნა ისევ დაწესდეს, თუკი ახალი შტამის წარმოქმნის საშიშროება შეიქმნება.