გორის მერია - საკუთრების უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გორის მერია - საკუთრების უფლებების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები ქორწინებისა და მემკვიდრეობის გზით საკუთრების უფლების მოპოვება-შეძენის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრაზე, რომლის მეორე ნაწილიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ასევე, საქართველოსა და მსოფლიოში საკუთრების უფლების მოპოვება-შეძენასთან დაკავშირებული სტერეოტიპული შეხედულებები განიხილეს.

ღონისძიება, რომელიც ორგანიზაცია „ელთიაი ჯგუფი“ ფონდის „ღია საზოგადოებას“ მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „სოფლად მცხოვრებ ქალთა გარანტირებული უფლებები სასოფლო სამეურნეო მიწაზე“ ფარგლებში ჩატარდა, მხოლოდ ქალები ესწრებოდნენ.

„აღნიშნული პროექტი საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში ხორციელდება, მათ შორის, ერთ-ერთი გორია.

პროექტის მიზანია ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება და ცნობიერების ამაღლება.

აღნიშნული ტრენინგი გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამავე უწყების გენდერულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირის ორგანიზებით ჩატარდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.