ვოლოდიმირ ზელენსკი კემბრიჯის, ოქსფორდის, მანჩესტერის, გლაზგოსა და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს მიმართავს

ვოლოდიმირ ზელენსკი კემბრიჯის, ოქსფორდის, მანჩესტერის, გლაზგოსა და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს დიდი ბრიტანეთის რამდენიმე უნივერსიტეტის სტუდენტებს სიტყვით მიმართავს. ინფორმაციას BBC აქვეყნებს.

ღონისძიება უკრაინის სტუდენტთა კავშირის ორგანიზებით გაიმართება.

მოსალოდნელია, რომ უკრაინის პირველი პირი ხაზს გაუსვამს ომით განადგურებული ქვეყნისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მუდმივ მნიშვნელობას.

მედიის ცნობით, ზოგიერთ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება უკრაინის ლიდერს კითხვები დაუსვას.

ზელენსკი ბირმინგემის, კემბრიჯის, ოქსფორდის, მანჩესტერის, გლაზგოსა და სხვა პრესტიჟული უნივერსიტეტების სტუდენტებს მიმართავს.