აჭარის უმაღლეს საბჭოში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს უსმენენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს უსმენენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს უსმენენ. მინისტრი რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, 2021 წლის რეაპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

„მინისტრის საათის“ ფარგლებში, ჯაბა ფუტკარაძემ ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტით დაფინანსებული პროგრამების განხორციელებაზე, ასევე სხვა განხორციელებულ პროექტებზეც ისაუბრა.

“2021 წლის შემოსავლების გეგმა 303 937 200 ლარით განისაზღვრა, ხოლო ფაქტიურმა შესრულებამ 285 103 400 ლარი შეადგინა”,- აღნიშნა მინისტრმა.

“შემოსულობების მიხედვით, აჭარის 2021 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები 307 361 800 ლარით შესრულდა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემოსულობების ფაქტიური შესრულება 28 705 000 ლარით, 10,3 პროცენტით არის გაზრდილი. შემოსავლები ბიუჯეტის შემოსავლები 285 103 400 ლარით შესრულდა, რაც გეგმის 93,8 პროცენტია. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემოსავლების ფაქტიური შესრულება 37 219 200 ლარით, 15,0 პროცენტით არის გაზრდილი. სხვა შემოსავლები აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2021 წლის სხვა შემოსავლები 11 699 300 ლარით შესრულდა. წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით სხვა შემოსავლების ფაქტიური შესრულება 1 047 700 ლარით, 9,8 პროცენტით არის გაზრდილი”,- აღნიშნა ჯაბა ფუტკარაძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ კაბა ფუტკარაძეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შეკითხვებით მიმართავენ.