კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტის საგამოძიებო კომიტეტი - დონალდ ტრამპი იმ შეთქმულების ცენტრში იყო, რომელმაც გადატრიალების მცდელობა გამოიწვია

კაპიტოლიუმზე თავდასხმის ფაქტის საგამოძიებო კომიტეტი - დონალდ ტრამპი იმ შეთქმულების ცენტრში იყო, რომელმაც გადატრიალების მცდელობა გამოიწვია

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ შერჩეულმა კომიტეტმა, რომელიც კაპიტოლიუმზე თავდასხმას იძიებს, პირველი საჯარო მოსმენა გამართა და განაცხადა, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი იმ შეთქმულების ცენტრში იყო, რომლის მიზანი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმება იყო და რომელიც "გადატრიალების მცდელობით" დასრულდა.

”ამერიკელი ხალხი იმსახურებს პასუხებს, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენ ვაპირებთ შეგახსენოთ რეალობა, რაც მოხდა იმ დღეს”, - განაცხადა კონგრესმენმა ბენი ტომპსონმა, რომელიც კომიტეტის თავმჯდომარეა.

განცხადება გააკეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, კონგრესმენმა ლიზ ჩეინიმაც.

"6 იანვრის დილას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განზრახვა იყო, შეენარჩუნებინა შეერთებული შტატების პრეზიდენტობა, მიუხედავად 2020 წლის არჩევნების კანონიერი შედეგისა,“ - განაცხადა ლიზ ჩეინმა.

ცნობისათვის, კომიტეტმა, რომელიც კაპიტოლიუმზე 2021 წლის 6 იანვარს განხორციელებულ შტურმს იძიებს, პირველი მოსმენა გამართა და გამოძიების დეტალები წარადგინა. მოსმენები მომავალ კვირას განახლდება.