მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების ნებისმიერი შესაძლებლობა აბსოლუტურად მიუღებელია - კრემლმა უნდა გაიგოს თითოეული სისხლიანი ნაბიჯის ფასი

მიხაილო პოდოლიაკი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების ნებისმიერი შესაძლებლობა აბსოლუტურად მიუღებელია - კრემლმა უნდა გაიგოს თითოეული სისხლიანი ნაბიჯის ფასი

რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების ნებისმიერი შესაძლებლობა აბსოლუტურად მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ ის უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილის ანექსიისთვის ემზადება , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპირებული ტერიტორიების „ლეგალიზების“ მცდელობებს მკაცრი პასუხი უნდა მოჰყვეს სანქციების სახით.

პოდოლიაკი აცხადებს, რომ კრემლმა უნდა გაიგოს თითოეული სისხლიანი ნაბიჯის ფასი.