ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 37-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 37-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის 37-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 37-ე კილომეტრზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

შეგახსენებთ, დღეს, აღნიშნულ მონაკვეთზე უხვი ნალექის შედეგად ხევის გამონატანებმა გამოიწვია გზის სავალი ნაწილის დროებით ჩაკეტვა.