თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ თელავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა პირველ მოადგილესთან, ნიკოლოზ მეტრეველთან ერთად მოინახულა.

ბაღი 180 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა საძინებლის, სათამაშო, გამოსაცვლელი ოთახების, ასევე, სასადილოს, სათავსოების, ჰოლის, ადმინისტრაციული და სამრეცხაო ოთახების, სამზარეულოს, ლიფტის, საევაკუაციო კიბისა და საქვაბის მოწყობას მოიცავს.

კურდღელაურის საბავშვო ბაღის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება, სამუშაოებს კონტრაქტორი შპს “სათავე +“ ასრულებს.

სამშენებლო სამუშაოები, რომელზეც 3 414 236 ლარი დაიხარჯება, 2023 წელს დასრულდება.