სოფელ პატარძეულში რამდენიმე დღის წინ დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გარდაიცვალა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში 4 დღის წინ მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა.
ერთ-ერთი ვერსიით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა, 41 წლის ზურაბ კოვალენკოს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც ის საგარეჯოში კლინიკა „ჯეოჰოსპიტალსში“ გადაიყვანეს.
მიღებული დაზიანებები კაცისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რა გახდა მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 108- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს

























