ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - სევეროდონეცკში ბრძოლა გრძელდება - რუსულმა ძალებმა გააძლიერეს ძალისხმევა იზიუმის სამხრეთით წინსვლისთვის

ბრიტანეთის თავდაცვის უწყება - სევეროდონეცკში ბრძოლა გრძელდება - რუსულმა ძალებმა გააძლიერეს ძალისხმევა იზიუმის სამხრეთით წინსვლისთვის

სევეროდონეცკში ბრძოლა გრძელდება, მაგრამ, ბოლო 48 საათის განმავლობაში, რუსული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფმა ასევე გააძლიერა ძალისხმევა იზიუმის სამხრეთით წინსვლისთვის, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოველდღიურ ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, რუსეთის წინსვლა იზიუმის მიმართულებით აპრილიდან შეჩერებული იყო.

„რუსეთის პროგრესი იზიუმის ღერძზე შეჩერებული იყო აპრილიდან მას შემდეგ, რაც უკრაინულმა ძალებმა კარგად გამოიყენეს რელიეფი რუსეთის წინსვლის შესანელებლად.

რუსეთი სავარაუდოდ ცდილობდა რუსული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის აღდგენას მას შემდეგ, რაც მათ განიცადეს ძალიან დიდი მსხვერპლი კიევისკენ წარუმატებელი წინსვლისას, მაგრამ მისი ქვედანაყოფები, სავარაუდოდ, ჯერჯერობით დაუკომპლექტებელია არიან,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.