გუბერნატორი - უკრაინის ორ ქალაქს რუსეთის მხრიდან თავდასხმა ემუქრება

მიკოლაივის გუბერნატორის, ვიტალი კიმის განცხადებით, რომლის რეგიონი ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, უკრაინულმა ძალებმა, ბოლო კვირებში, მეზობელ ხერსონის ოლქში კონტრშეტევის განხორციელებით "გარკვეულ წარმატებას" მიაღწიეს.
Reuters-ის კითხვაზე, როდის დაიწყებს დასავლური იარაღი ადგილზე, რუსული ძალების წინააღმდეგ, ცვლილებების მოხდენას, გუბერნატორმა უპასუხა : „ეს უკვე ხდება და ჩვენ კიდევ მეტი წარმატება გვექნება“.
„საუბარია არტილერიაზე. ჩვენს რეგიონში ის უკვე მუშაობს,“- აღნიშნა გუბერნატორმა.
მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს რისკი, რომ რუსეთი ახალ თავდასხმას განახორციელებს დიდ ქალაქებზე, მიკოლაივსა და ზაპორიჟიეზე.
"მომავალ თვეებში, ვფიქრობ, რომ მათ ექნებათ გარკვეული შესაძლებლობა, ზაპორიჟიესა და მიკოლაივს დაესხან თავს, მაგრამ ახლა ჩვენ ვერ ვხედავთ გადაჯგუფებას, დიდ არმიას შეტევისთვის", - აღნიშნა კიმმა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მოვლენები ძალიან ნელა ვითარდება, სიტუაცია შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს.

























