ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის პრო-რუსი ხელმძღვანელი - უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი მატარებლები ყირიმის გავლით თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა

ზაპოროჟიეს ადმინისტრაციის პრო-რუსი ხელმძღვანელი - უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი მატარებლები ყირიმის გავლით თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა

უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი მატარებლები ყირიმის გავლით თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრა - ამის შესახებ უკრაინის ნაწილობრივ ოკუპირებული ზაპოროჟიეს რეგიონის სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის პრო-რუსმა ხელმძღვანელმა ევგენი ბალიცკიმ განაცხადა.

„ჩვენ მარცვლეულს რუსეთის გავლით ვაგზავნით და ძირითადი კონტრაქტები გაფორმებულია თურქეთთან. პირველი მატარებლები ყირიმის გავლით ახლო აღმოსავლეთში გაემგზავრნენ.

ბალიცკიმ არ დააკონკრეტა, თუ რომელ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მიეწოდება ხორბალი და მხოლოდ დასძინა, რომ უკრაინისთვის ეს ტრადიციული ბაზარი იყო.

ყირიმში რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოლეგ კრიუჩკოვმა დასძინა, რომ მარცვლეულით დატვირთული პირველი მატარებელი ზაპოროჟიეს ქალაქ მელიტოპოლიდან ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ჩავიდა.