მარნეულის მერმა ძიუდოისტებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატებები მიულოცა

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძესთან, მერის პირველ მოადგილე როინ დეკანოიძესთან და გულშემატკივრებთან ერთად, ვეტერან ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მარნეულელ ძიუდოისტებს, აეროპორტში, მიღწეული წარმატებები პირადად მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობითვე, მიმდინარე წლის 2-5 ივნისს, საბერძნეთში, კუნძულ ჰერაკლიონზე, ვეტერან ძიუდოისტებს შორის, ევროპის ჩემპიონატზე, გუნდურ ასპარეზობაში, საქართველოს ვეტერანთა ნაკრებმა, გუნდური პირველობა მოიპოვა, მათ შორის ევროპის ჩემპიონები გახდნენ მარნეულელი ვეტერანი ძიუდოისტები ზაზა დავაძე და სანდრო იაკობაშვილი.
ამასთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა სპორტსმენებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს.

























